უცნაური, მაგრამ არა კანონგარეშე - ასე უწოდებენ პოლონელი ექიმის მოქმედებას ოპოზიციის ნაწილში, ხოლო მმართველი გუნდისთვის ფაქტი სამარცხვინო და კომიკურია.
რატომ უნდოდა ექიმს ნიმუშის მალულად და თან ამ ფორმით გატანა გაუგებარი რჩება. მმართველ გუნდში იმასაც ამბობენ, რომ ბოლოს გამოქვეყნებული 44 ევროპარლამენტარის მოწოდება მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გაყვანის თაობაზე, ამ ვითარებიდან გამომდინარე უკვე არასერიოზულია.