გორგილაძის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია სრულდება. უკვე განახლდა შიდა პერიმეტრის ფილები და ტროტუარები, მოეწყო გარეგანათების ახალი სისტემა და მოაჯირები, დაიგო მწვანე საფარი.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს საბავშვო ატრაქციონის მონტაჟი და საპარკო ინვენტარის განთავსება. სკვერის რეაბილიტაციისთვის 613 ათას ლარამდე დაიხარჯება.
ინფორმაცია და ვიდეო მასალა ბათუმის მერიამ მოგვაწოდა.