„ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის დაკავებულ 13 პირს ბრალდება წარედგინა

14 ივლისი 2023, 12:08 643 ნახვა

საქართველოს პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ფაქტებზე, 13 ადამიანს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ „ქურდული სამყაროს“ წევრები, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერების აქტიური ჩართულობით „ქურდულ გარჩევებს აწყობდნენ, მოქალაქეებს შორის არსებულ ქონებრივ დავებს იხილავდნენ, მხარეების ქმედებებს აფასებდნენ და მატერიალური სარგებლის გადაცემას ითხოვდნენ.

მათივე ცნობით, გამოძიებით, ასევე დადგინდა, რომ „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერთან არსებული ქონებრივი დავის გადაწყვეტის მიზნით, ორმა პირმა საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდს“ დავის გადაწყვეტის მიზნით, „ქურდული გარჩევისთვის“ მიმართა.

დანაშაული სამ პირს 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, რვა ბრალდებულს  3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ორ პირს 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი