უკრაინაში საომარი მდგომარეობა გრძელდება. გვიან ღამით აფეთქებების ხმა იყო დნეპროპეტროვსკის ოლქში, დაზიანებულია ავტომობილები და დაშავდა 1 ადამიანი. ოკუპანტმა შაჰედის დრონებით მიიტანა იერიში მიკოლაევის რეგიონზეც. კრივოი როგში მტრის შეტევის დროს გამოყენებული 6 ირანული დრონი, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ სრულად გაანადგურა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში 23-ჯერ დაიბომბა სუმის ოლქის დასახლებები, აღნიშნული მიმართულებით 176 აფეთქება დაფიქსირდა, რის შედეგადაც დაიღუპა 1 მშვიდობიანი მოქალაქე.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, შეტევითი ოპერაცია გრძელდება ბახმუტის, მელიტოპოლისა და ბერდიანის რაიონებში.
ასევე კონტრშეტევა მიმდინარეობს ბახმუტის მიმართულებით, სადაც სამხრეთ ფლანგზე, უკრაინის დამცველებმა ნაწილობრივ წარმატებას მიაღწიეს. ამერიკამ კი კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინისთვის დაპირებული კასეტური საბრძოლო მასალის გადაცემა.