ბათუმის საქალაქო სასამართლოში 13 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული მამაკაცის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი მსჯელობს. ახალგაზრდა კაცი მოზარდზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით რამდენიმე დღის წინ დააკავეს.
ვინაიდან პროცესი არასრუწლოვანს ეხება, მოზარდის ინტერესებიდან გამომდინარე მოსამართლემ სხდომა დახურა.
პროკურატურა, სქესობრივ დანაშაულში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს. გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარის შესახებ მოზარდმა მეგობარს უამბო, რომელმაც საგამოძიებო ორგანოს მიმართა. 13 წლის გოგოს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.
მოზარდი ბებიას მეურვეობის ქვეშ ცხოვრობდა. შვილის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული კაცი წარსულში არაერთხელ ნასამართლევია.