ნადიმ ვარშანიძე ოპოზიციას უჩივის?

13 ივლისი 2023, 15:05 902 ნახვა

შესაძლოა დეპუტატმა ნადიმ ვარშანიძემ ოპონენტებს ღირსების შელახვისთვის უჩივლოს - ამის შესახებ განცხადება უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ილია ვერძაძემ განაცხადა.

მმართველი გუნდის წევრის თქმით, ის განცხადებები, რომლებსაც ოპოზიცია აკეთებს, რეალობას აცდენილია და ამით მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ცდილობენ.  ენმ კი ნადიმ ვარშანიძისთვის დეპუტატის მანდატის შეწყვეტას ითხოვს.

მიშა ბოლქვაძეს დღეს პროკურატურაში მასალები შეაქვს, რომლებიც ოპოზიციონერის თქმით, კორუფციის ნიშნებსა და დარღვევებს შეიცავს. ირწმუნება, რომ  ხელვაჩაურის ყოფილი მერის, ჯუმბერ ვარდამინიძის პარალელურად, სხვადასხვა პროექტის ხარჯზე სახელმწიფო თანხას ვარშანიძეც ითვისებდა.

ოპოზიციის წევრი მიიჩნევს, რომ მაღალჩინოსნებმა, ვინც თანამდებობები ბოროტად გამოიყენეს, კანონის წინაშე უმკაცრესად უნდა აგონ პასუხი. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი