ენმ ნადიმ ვარშანიძისთვის დეპუტატის მანდატის შეწყვეტას ითხოვს. მიშა ბოლქვაძეს დღეს პროკურატურაში მასალები შეაქვს, რომელიც ოპოზიციონერის თქმით, კორუფციის ნიშნებსა და დარღვევებს შეიცავს.
ირწმუნება, რომ ხელვაჩაურის ყოფილი მერის ჯუმბერ ვარდამინიძის პარალელურად, სხვადასხვა პროექტის ხარჯზე სახელმწიფო თანხას ვარშანიძეც ითვისებდა.
ოპოზიციის წევრი მიიჩნევს, რომ მაღალჩინოსნებმა, ვინც თანამდებობები ბოროტად გამოიყენეს, კანონის წინაშე უმკაცრესად უნდა აგონ პასუხი.