"დინამო" თბილისმა გასვლაზე "ასტანას" ფრედ 1-1 ეთამაშა

12 ივლისი 2023, 19:51 547 ნახვა

უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შემთხვევაში "დინამო" თბილისმა გასვლაზე ყაზახეთში "ასტანას" ფრედ 1-1 ეთამაშა. ანგარიში სწრაფად მე-11 წუთზე აიმბეტოვმა გახსნა და "ასტანა" წინ გაიყვანა. ამის შემდეგ მასპინძელები ანგარიშის გაზრდას ცდილობდნენ. პირველი ტაიმის ბოლოს ანგარიშის გათანაბრება კამარს შეეძლო თუმცა მეკარესთან პირისპირ მყოფმა კარგად ვერ დაარტყა.ხარატიშვილის ძლიერი დარტყმული კი ძელს მოხვდა. "დინამომ" ანგარიში 56-ე წუათზე გაათანაბრა. გოლი გაბრიელ სიგუას ანგარიშზეა. საბოლოო ჯამში ასტანაში შეხვედრა ფრედ 1-1 დასრულდა. განმეორებითი მატჩი ამ გუნდების შორის ერთი კვირის თავზე თბილისში გაიმართება. შეგახსენებთ რომ ამ წყვილში გამარჯვებული მეორე ეტაპზე "დინამო" ზაგრებს დაუპირისპირდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი