13 ივლისს "დინამო" ბათუმი უეფას კონფერენსლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში სტუმრად ალბანეთის "ტირანას" დაუპირისპირდება.
გულშემატკივარს მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ნახვა სტადიონის მიმდებარედ დამონტაჟებულ მონიტორზე შეეძლება. ჩვენებას აჭარის პროექტების მართვის კომპანია უზრუნველყოფს.
შეხვედრა თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ ალბანეთიდან მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია გადმოსცემს.