ლეონელ მესი ამერიკაშია. 36 წლის არგენტინელი სუპერვარსკვლავი ოჯახთან ერთად ფლორიდაში ჩავიდა. მესის პრეზენტაცია ინტერ მაიამიში კვირას იგეგმება.
ინტერ მაიამის ახალი მთავარი მწვრთნელი ხერარდო “ტატა” მარტინოა, რომელიც მესის ბარსელონაშიც წვრთნიდა და არგენტინის ნაკრებშიც.
მესის დებიუტი 21 ივნისს, ლიგის თასზე, მექსიკურ კრუს ასულთან მატჩში იგეგმება.