ღამის კლუბში დაშავებულებიდან თბილისის დამწვრობის ცენტრში მკურნალობას ორი პაციენტი გადის. როგორც კლინიკის ხელმძღვანელი აცხადებს, ერთ-ერთი ქალის ჯანრთელობის მდგომარეობა მძიმეა. გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, მას სასუნთქი გზების დამწვრობა აღენიშნება, რაც მდგომარეობას ართულებს. მეორე ქალს კი სხეულის 65 პროცენტი აქვს დამწვარი და იმყოფება მართვით სუნთქვაზე. დამწვრობის ცენტრში დღეს კიდევ ერთ დაშავებულს მოათავსებენ. ის ბათუმიდან რეანომობილით გადაჰყავთ. რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზს, სასტუმროს მეპატრონე ამბობს, რომ ცეცხლი კონდენციონერის დაზიანებამ გამოიწვია. ადგილზე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 187-ე მუხლის მესამე ნაწილით აღძრა. დაშავებულებიდან სამი საქართველოს ერთი კი ყაზახეთის მოქალაქეა. მათგან ერთ-ერთი ახალგაზრდა მამაკაცია. ხანძრის შედეგად ერთი მოქალაქე გარდაიცვალა.