ხანძარი ხულოში

11 ივლისი 2023, 11:58 815 ნახვა

ხანძარი იყო ხულოში სოფელ მეხალაშვილებში. თემურ ბერიძის შვიდწევრიანი ოჯახის სახლი და დამხმარე ნაგებობა განადგურდა, გადარჩა მხოლოდ სახლის პირველი სართულის ნაწილი. დაიწვა  საყოფაცხოვრებო ნივთები. დაზარალებულები თავს ახლობლებს აფარებენ.

ზარალს სპეციალური კომისია დაითვლის, საკითხი კი განსახილველად  გადაეგზავნება აჭარის სამთავრობო კომისიას.  

რაც შეეხება ხანძარსაწინააღმდეგო ავზს, აღნიშნულ სოფელში არ არის, თუმცა ეტაპობრივად კეთდება. ხანძარსაწინააღმდეგო ავზი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ამჟამად 15-მდე სოფელშია მოწყობილი - აცხადებენ ხულოს მერიაში.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში