სასამართლომ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებულთაგან ერთი გაამართლა, რვას კი პატიმრობა შეუფარდა

10 ივლისი 2023, 13:40 719 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, დაკავებული ცხრა პირიდან ერთი გამართლდა, ხოლო რვას სხვადასხვა ვადით პატიმრობა შეეფარდა.

საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა მიიღო.

გამამართლებელი განაჩენი დადგა ვალერი გოგიშვილის მიმართ.

ექვსი წლის ვადით პატიმრობა მიესაჯა ლაშა ფურცხვანიძეს, ოთხი წლით გიორგი გობეჯიშვილს, სამი წლისა და ექვსი თვის ვადით ნუგზარ ქიტიაშვილსა და დავით თუშიშვილს, ხოლო სამი წლის ვადით ლაშა ჭიღიტაშვილს, დევი კახოიძეს, გიორგი ვახტანგაშვილსა და ბექა მურღვლიანს.

აღნიშნული საქმე ორ ეპიზოდად არის გაყოფილი, მეორე ეპიზოდის განხილვა კი ჯერ არ დასრულებულა.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 13 ოქტომბერს ვაკის პარკში თამაშის დროს ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მისი ამოღებისას სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მოზარდი, 13 წლის გოგონა, მარიტა მეფარიშვილი კლინიკაში გარდაიცვალა, ორი მოზარდი კი დაშავდა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში