ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დღეს განაჩენი გამოცხადდება

10 ივლისი 2023, 11:54 570 ნახვა

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე ბრალდებული 9 პირის მიმართ განაჩენი დღეს გამოცხადდება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 13 საათზეა დანიშნული. მხარეების დასკვნითი სიტყვებისა და ბრალდებულების საბოლოო სიტყვების მოსმენის შემდეგ მოსამართლე ლაშა კლდიაშვილი განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავიდა.

ადვოკატებს მოცემულ საქმეზე გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი აქვთ. როგორც ისინი აცხადებენ, მტკიცებულებათა ერთობლიობა არ არსებობს, რაც ბრალდებულების მხრიდან დანაშაულის ჩადენას დაადასტურებს.

უფლებადამცველების თქმითვე, სასამართლოში წარმოდგენილი მოწმეები იმ არგუმენტებს აბათილებდნენ, რასაც პროკურატურა ეყრდნობოდა. პროკურატურა კი აცხადებს, რომ დაცვის მხარის არგუმენტები საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან წინააღმდეგობაში მოდის.

ბრალდების მხარის განმარტებით, სასამართლოში საქმეში მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები, ამოღებული დოკუმენტაცია გამოიკვლიეს, რაც გამამტყუნებელი განაჩენისთვის საკმარისია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში