საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და მიგრანტების გადაყვანის მცდელობა

09 ივლისი 2023, 15:05 743 ნახვა

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის და მიგრანტების გადაყვანის მცდელობისთვის 3 პირი დააკავეს. 

გამოძიებით დადგინდა, რომ 1976 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, საკუთარ სატვირთო ავტომანქანაში მოწყობილი სამალავის მეშვეობით, საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით საპასპორტო კონტროლის გვერდის ავლით, მიგრანტების,  თურქეთისა და უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქეების უკანონოდ გადაყვანას ცდილობდა, - მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

დანაშაული 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში