ბათუმის საქალაქო სასამართლო ამ წუთებში 16 წლის მოზარდის ლუკა აბულაძის საქმეზე დაკავებულებისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.
გამოძიება 1 დაკავებულს განზრახ მკვლელობის მცდელობას, ორს კი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.
დაცვის მხარის გადაწყვეტილებით სასამართლო პროცესი დახურულია.