დღეს ბათუმი ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალის მასპინძელია.
კონტინენტის 21 წლამდე საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალში კი ტიტულისთვის ინგლისის და ესპანეთის ნაკრებები იბრძოლებენ.
მატჩი "ბათუმი არენაზე" 20:00 საათზე დაიწყება.
ეს ტიტული ესპანელებს ისტორიაში 5-ჯერ აქვთ მოგებული, ინგლისელებს კი ორჯერ.
როგორც ცნობილია, ფინალურ მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაიყიდა.
შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადმოსცემს.
შეგახსენებთ რომ საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფი პირველი ადგილით დაასრულა და მეოთხედფინალამდე გასვლა მოახერხა.