საპატრიარქო ნდობას უცხადებს გამოძიებას. განცხადება საპატრიარქოს სახელით, ილია მეორის მდივანმა მამა მიქაელ ბოტკოველმა გაავრცელა. “გვჯერა, რომ ისინი ობიექტურად შეისწავლიან და საზოგადოებას მიაწვდიან ინფორმაციას, რომელიც იქნება აბსოლუტურად დამაჯერებელი” – ამბობს ბოტკოველი. იგი მოუწოდებს საზოგადოებას, საპატრიარქოს ირგვლივ ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით სპეკულირება არ დაიწყონ და საგამოძიებო სტრუქტურებს გამოძიების ჩატარებაში ხელი არ შეუშალონ. მისივე განცხადებით, გუშინდელ შეხვედრაზე სასულიერო პირებმა, მათ შორის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია მიიღეს.