ქართული სარაგბო ოცნება ახდა, საქართველო ევრო-თასების ტურნირზეა

06 ივლისი 2023, 15:10 685 ნახვა

“შავი ლომი”, პირველი ქართული პროფესიული კლუბი ხდება, რომელიც ევროპის ჩელენჯ თასზე ითამაშებს. ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის EPCR-ის ადმინისტრაციამ ის ცნობილ ევროპულ გუნდებს შორის გამოარჩია და წელს ტურნირზე მიიწვია. გადაწყვეტილებას წინ საქართველოს რაგბის კავშირსა და EPCR-ს შორის ინტენსიური ერთწლიანი მოლაპარაკება უძღვოდა.

თამაშები 8 დეკემბერს იწყება, ქართული გუნდი ისეთ ვარსკვლავებს დაუპირისპირდება როგორებიცაა ფრანგული კლერმონი და კასტრი, შოტლანდიური ედნიბურგი, ინგლისური გლოსთერი და უელსური სქარლეთში. “ჩელენჯ ქაფის” ტურნირს ევროპის სტადიონებზე მილიონზე მეტი ქომაგი ესწრება, ახლა მათ შორის ქართველი გულშემატკივარიც იქნება - ქართულ სტადიონებზე.

კლუბი "შავი ლომი" რაგბის კავშირის ინიცირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერით შეიქმნა. ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, საქართველოს მთავრობა სრულად უზრუნველყოფს ამ ჩემპიონატისთვის დაგეგმილი მატჩების საქართველოში უმაღლეს დონეზე ჩატარებას, ისევე როგორც ქართული რაგბის შემდგომ განვითარებას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი