კოსტიმირებული მსვლელობა, მუსიკალური მარშით და დროშებით - ბათუმი მნიშვნელოვანი საფეხბურთო მატჩისთვის ემზადება. უეფას 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალი დღეს ქალაქის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება.
საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე კი ბულვარის კოლონადებთან მოწყობილ სცენაზე კონცერტი ჩატარდება. მასში სხვადასხვა მუსიკალური ბენდი და ანსამბლი მონაწილეობს. კონცერტის პარალელურად გათამაშდება ნახევარფინალური მატჩის ბილეთები.
ღონისძიება 5 საათამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც ბულვარიდან სტადიონამდე საზეიმო მსვლელობა მოეწყობა.