დღეს ბათუმში უეფას 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალი გაიმართება. საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე კი საზეიმო ღონისძიება ჩატარდება. ბულვარის კოლონადებთან სცენა უკვე მოწყობილია.
კონცერტი 3 საათზე დაიწყება და მასში სხვადასხვა მუსიკალური ბენდი და ანსამბლი მონაწილეობს. კონცერტის პარალელურად გათამაშდება ნახევარფინალური მატჩის ბილეთები.
ღონისძიება 5 საათამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც ბულვარიდან სტადიონამდე საზეიმო მსვლელობის მოწყობა იგეგმება.