დღეს ბათუმი ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ნახევარფინალს უმასპინძლებს

05 ივლისი 2023, 11:29 747 ნახვა

დღეს ბათუმი 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალს უმასპინძლებს. ფინალში გასასვლელად ინგლისისა და ისრაელის ახალგაზრდული ნაკრებები იბრძოლებს.

მატჩი ''ბათუმი არენაზე'' 20:00 საათზე დაიწყება. ფინალის მეორე საგზურისთვის კი რუმინეთში ესპანეთისა და უკრაინის 21 წლამდე ნაკრებები ითამაშებენ.

ეს დაპირისპირება თბილისის დროით 23:00 საათზე არის ჩანიშნული. შეხვედრების პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადმოსცემს. 

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი