საოკუპაციო ხაზთან მომხდარ ინციდენტებს განიხილავენ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 113-ე შეხვედრაზე დღეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, წინა შეხვედრის მსგავსად, დღეს მთავარი საკითხი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება იქნება. მისივე თქმით, ამ დროისთვის დე ფაქტო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში საქართველოს შვიდი მოქალაქე რჩება. უსაფრთხოების გარდა მხარეები ჰუმანიტარულ საკითხებზეც იმსჯელებენ.