ხელვაჩაურის წყლის ყოფილი უფროსის ჩვენების ახალი დეტალები

03 ივლისი 2023, 18:16 894 ნახვა

პირდაპირ აღწერა კორუფციის სქემა სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე ვლადიმერ მიქელაძემ, წინასწარ პატიმრობაში მყოფმა ხელვაჩაურის წყლის ყოფილმა ხელმძღვანელმა. ვლადიმერ მიქელაძის თქმით, მან ჯამში 288 ათასი ლარი გადასცა ხელზე ჯუმბერ ვარდმანიძეს. გამოძიების ვერსიით, ბრალდებული, რომელიც 3 წელი დირექტორობდა „ხელვაჩაურის წყალს“, ფიქციურად ასაქმებდა ადამიანებს. მას პროკურატურა სხვადასხვა სამოხელეო დანაშაულთან ერთად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის – 520 ათასი ლარის ჯგუფურად მითვისებას ედავება. ვლადიმერ მიქელაძის თქმით, ხელვაჩაურის მაშინდელი მერი ჯუმბერ ვარდმანიძე უშუალოდ იყო ჩართული ადამიანების ფიქციურ დასაქმებაში და ყოველთვიურად იღებდა წილს. ბრალდებულმა ასევე დაადასტურა, რომ დასაქმებული ჰყავდა თორნიკე ფუტკარაძეც,  ხელვაჩაურის მერის უკვე ყოფილი მოადგილის  კახაბერ ფუტკარაძის შვილი.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი