ერთიანი ეროვნული გამოცდები 2023

03 ივლისი 2023, 14:15 1019 ნახვა

ერთიანი  ეროვნული  გამოცდები  დაიწყო,  დღეს  აბიტურიენტები  გამოცდას  ქართულ  ენასა  და  ლიტერატურაში  აბარებენ.   ამ  წუთებში მეორე   სესია  მიმდინარეობს.  პირველ  სესიაზე  კი  რეგისტრირებული აპლიკანტების  95  პროცენტი  გამოცხადდა,  ქვეყნის მასშტაბით  დააგვიანა  5-მა აბიტურიენტმა.   წელს   რეკორდული  - 45  ათასზე  მეტი  აბიტურიენტია  რეგისტრირებული,  გახსნილია  24  საგამოცდო  ცენტრი,  მათ  შორის  ოთხი  აჭარაში.  

საგამოცდო ციებ-ცხელება  26 ივლისამდე გაგრძელდება.   ერთიანი ეროვნული  გამოცდები  26 ივლისს ფიზიკის  გამოცდით  დასრულდება.    იმ შემთხვევაში თუ აბიტურიენტი  გამოცდაზე გასვლას სტაციონარში ყოფნის გამო ვერ ახერხებს ან გარდაცვლილი ჰყავს ოჯახის წევრი მას  უფლება აქვს დამატებითი  ტესტირების  ჩატარება მოითხოვოს.  საამისოდ დოკუმენტაცია შესაბამისი საგამოცდო სესიის დასრულებიდან  სამი  დღის  ვადაში  უნდა  წარადგინოს.

მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა პირველი გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ხულოს საგამოცდო ცენტრში.  დაბა ხულოს საჯარო სკოლაში გახსნილ ცენტრში პირველ გამოცდაზე  58 აპლიკანტი იყო რეგისტრირებული, მათგან ერთი არ გამოცხადდა. დაგვიანების შემთხვევა არ ყოფილა.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში