ქედის მუნიციპალიტეტში პროექტ ეტალონის გამარჯვებული სოფელ ზვარეს საჯარო სკოლის მოსწავლე მათე გათენაძე გახდა. პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ მოსწავლეებს პროექტის ხელმძღვანელი შეხვდა და გამარჯვება მიულოცა.
შემეცნებით-ინტელექტუალური კონკურსი დისტანციურად 27 მუნიციპალიტეტში ჩატარდა და ამდენივე მოსწავლე შეირჩა. პროექტის ნახევარფინალური ღონისძება 12 ივლისს, ხოლო ფინალი წლის ბოლოს გაიმართება.
პროექტში მიმდინარე წელს 200 000 მოსწავლე მონაწილეობდა.