დაპირისპირება კასპში - შეფასებები

01 ივლისი 2023, 14:30 617 ნახვა

კასპში „ნაციონალური მოძრაობის“ შეხვედრების დროს მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობისა და ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლებით დაიწყო, თუმცა საგამოძიებო უწყებას დამნაშავეები ამ დრომდე არ დაუკავებია. 

გარდა ''ნაციონალური მოძრაობის'' წევრებისა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და აპარატურა დაუზიანეს „მთავარი არხისა“ და ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტებს. დაზარალებულები დროულ გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.

პოლიტიკური მხარეები კი ძალადობრივი ქმედების წახალისებაში ისევ ერთმანეთს ადანაშაულებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი