დღეს ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატის მეოთხედფინალში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ისრაელის ნაკრებს დაუპირისპირდება.
მატჩი თბილისში "დინამო არენაზე" 20:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ რამაზ სვანაძის გაწვრთნილმა გუნდმა ჯგუფში 5 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. პორტუგალიის, ბელგიისა და ნიდერლანდების ნაკრებს აჯობა.
ისრაელის ახალგაზრდულმა გუნდმა კი ჯგუფური ეტაპი 4 ქულით მეორე პოზიციაზე დაასრულა.
მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადმოსცემს.
დღესვე მეორე მეოთხედფინალში ესპანეთი შვეიცარიიას დაუპირისპირდება.
საქართველოსა და ისრაელს შორის საუკეთესო ნახევარფინალში 5 ივლისს, ბათუმში, ინგლისსა და პორტუგალიას შორის საუკეთესოს ეთამაშება.