ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში - ორი ავტომობილი არხში გადავარდა

30 ივნისი 2023, 19:20 1484 ნახვა
00:00
00:00

ხახულის მეორე შესახვევში ავტოსახელოსნოსთან მდგარ ავტომობილს მოძრავი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა რის შედეგად ორივე ავტომობილი არხში გადავარდა.შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ადგილზე სახანძრო სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული ასევე პოლიციის ეკიპაჟი. ამ დროისათვის ერთ-ერთი მსუბუქი ავტომობილი არხიდან ამოყვანილია და გადაყვანილია საპატრულო საჯარიმოზე. მძღოლი არ დაშავებულა. 

რაც შეეხება მეორე ავტომობილს რომელშიც არავინ იჯდა მის ამოყვანაზე მაშველები მუშაობენ.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი