სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება ნული იყო 2012 წელს, ხვალიდან თითო ბავშვზე დახმარება 200 ლარი გახდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა.
„ყოველთვე თითო სოციალურ დაუცველ ბავშვს ეძლევა 200 ლარი. 230 000 ბავშვი იღებს ყოველთვე 200 ლარს. 50 ლარი იყო ეს დახმარება, ჩემს დროს გაიზარდა და 200 ლარი გახდა, 1-ელი ივლისიდან, ხვალიდან 200 ლარი იქნება დახმარება, თითო ბავშვზე ნახევარ მილიარდს ვხარჯავთ. საკმარისია?! შეიძლება, არ არის საკმარისი, უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, როცა გვექნება საშუალება, კიდევ მეტს გავაკეთებთ. პენსიები გავზარდეთ, სოციალური დახმარებები გავზარდეთ.
დავიწყეთ ასევე სოციალურად დაუცველების დასაქმების პროგრამა, 40 000 მდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. ჩავრთეთ აქტიურად, ამ ადამიანების დიდი ნაწილი გადადის ეტაპობრივად კერძო სექტორში. ეს ხომ პროცესია, ამას მუშაობა უნდა, რა თქმა უნდა, სჭირდება შესაბამისი წახალისებაც. ბავშვებზე დახმარება ნული იყო 2012 წელს. საერთოდ არავითარი დახმარება არ არსებობდა ბავშვებთან მიმართებაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.