პარლამენტში "ჯანდაცვის შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებს მეორე მოსმენით უნდა უყარონ კენჭი.
საუბარია რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილების გაზრდაზე - შედეგად, სააგენტო შეძლებს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ობიექტებზე შესამოწმებლად ნებისმიერ დროს შევიდეს, გამოიყენოს საჯარიმო ქვითარი და შეუჩეროს საქმიანობის უფლება.
ამავე პროექტით, იზრდება სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში მოქმედი საჯარიმო სანქციებიც.
ოპოზიციაში აღნიშნულ ცვლილებებს უარყოფითად აფასებენ და აცხადებენ, რომ ეს არის რეპრესიული კანონი და განუსაზღვრელ ძალაუფლებას ანიჭებს ჯანდაცვის სამინისტროს.