პრემიერ-მინისტრი ხვალ პარლამენტს ანგარიშს წარუდგენს

29 ივნისი 2023, 15:01 644 ნახვა

პრემიერის მოხსენება პარლამენტში — ხვალ ირაკლი ღარიბაშვილი წლიურ ანგარიშს ჩააბარებს დეპუტატებს. სხდომა 11 საათზეა ჩანიშნული.

ოპოზიცია მწვავე კითხვებისთვის ემზადება. ხელისუფლების ოპონენტები რუსეთთან ურთიერთობის, ქვეყანაში შექმნილი სოციალური ვითარების და მოსახლეობის მიგრაციის შესახებ გეგმავენ კითხვების დასმას.

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ პრემიერი საერთაშორისო მიღწევებზე, გაუმჯობესებულ სოციალურ პაკეტზე და უმუშევრობის დონის შემცირებაზე გააკეთებს მთავარ აქცენტს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი