საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებთან საარჩევნო თემატიკაზე სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს ბათუმში. ორდღიანი ტრენინგის მთავარი თემა “არის დემოკრატიული არჩევნები და საარჩევნო გარემო“.
საერთაშორისო სტანდარტები, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენება კენჭისყრის პროცესში და საარჩევნო რეფორმა - ამ საკითხებზე სიახლეებს სამოქალაქო განათლების მასწავლებლებს აცნობენ. ტრენინგებთან ერთად დაგეგმილია პრაქტიკული სამუშაოების ჩატარება და ასევე, ხმის მიცემის ელექტრონული ფორმატის დემონსტრირებაც.
სამუშაო შეხვედრა უმაღლესი საარჩევნო კომისიის, ევროპის საბჭოსა და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის თანამშრომლობით იმართება. მიზანი ახალგაზრდების საარჩევნო ცნობიერების ამაღლება და ინფორმირებულობაა.