ჩვენი კავშირი ნატო-სთან ძალიან მჭიდროა, მაგრამ დღეს, ალბათ, ევროკავშირის გზა უფრო ახლოს ჩანს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანას აქვს უფრო მეტი შანსი ევროკავშირში მოხვედრის, ევროკავშირისა და ნატო-სკენ მიმავალი გზა კი, როგორც თავად აღნიშნა, პარალელურია. ასევე უპასუხა რუსეთთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
არ მგონია, რუსეთს ჰქონდეს ან რესურსი, ან სურვილი, ახალი ფრონტი გამოსცადოს დასავლეთის წინააღმდეგ საქართველოში, რაც შეიძლება, მოხდეს, არის ის, რომ რუსეთი ცდის „რბილი ძალის“ ფრონტს, – განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.