ოპოზიციის ბრალდება ქედის მერიას

29 ივნისი 2023, 14:19 762 ნახვა

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' ირწმუნება,  რომ ქედის მერია თანხებს არამიზნობრივად ხარჯავს. დავით სირაბიძის თქმით, 2021 წლის ნოემბრიდან დღემდე - ქედის მერიამ 12 ახალი ავტომანქანა შეიძინა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 717 405 ლარი დახარჯა, ამის გარდა კი ოპოზიციის მტკიცებით,  კიდევ 700 ათასი ლარიდან 200 ათასი საწვავისთვის, ხოლო  ავტომანქანების დაზღვევისთვის 500  ათასი იხარჯება. 

საკრებულოს წევრი მოუწოდებს  მერიას, რომ ხალხის ფული ადგილობრივების საჭიროებებისთვის დახარჯონ და არა თანამდებობის პირების პირადი კომფორტისთვის.

ქედის მერიაში მხოლოდ წერილობითი კომენტარი გააკეთეს. მათი ინფორმაციით, არსებული ავტომანქანები მწყობრიდან გამოსული იყო და მისი მოვლა- შენახვა უფრო დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული. ამიტომ მისი განახლება მერიის სრულყოფილად მუშაობისთვის აუცილებლობას წარმოადგენდა.

რაც შეეხება მოსახლეობის მოთხოვნებს, მერიის მიერ გავრცელებულ წერილობით განმარტებაში ნათქვამია, რომ  მათ  სხვადასხვა პროგრამის გარდა სარეზერვო ფონდიდანაც აფინანსებს თვითმმართველობა.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში