შეხვედრა საპატრიარქოში

21 თებერვალი 2017, 00:00 3804 ნახვა

სამ  საათზე მეტია საპატრიარქოში შეხვედრა მიმდინარეობს. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს სასულიერო პირები ხვდებიან. მთავარი თემა დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეა. ამავე აუდიენციას ესწრებოდა საქართველოს პრეზიდენტი. გიორგი მარგველაშვილმა მედიასთან პირველი კომენტარი უკვე გააკეთა და განაცხადა, რომ ,,საქართველოს პატრიარქი და მეუფეები ღიად საუბრობენ ეკლესიაში არსებულ სირთულეებზე”. ქვეყნის პირველი პირი მიიჩნევს, რომ ირღვევა უდანაშაულობის პრეზუმფცია, რადგან დაცვის მხარეს ისევ არ აქვს დეტალებზე საუბრის უფლება.  შეხვედრის დაწყებამდე განცხადებები  სასულიერო პირებმაც გააკეთეს. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში