სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ვიზიტი 

27 ივნისი 2023, 14:48 703 ნახვა

სანქციების საკითხებში აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლებს კიდევ აქვთ არაერთი შეხვედრა დაგეგმილი. ისინი ასევე შეხვდნენ ბიზნეს სექტორს წარმომადგენლებს.

როგორც ბიზნესსექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, შეხვედრის დროს საუბარი შეეხო იმას, თუ რამდენად არის მზად ქართული ბიზნესი ევროპულ ბაზარზე გასასვლელად. ისაუბრეს იმაზეც, თუ რა პრობლემები შეიქმნა რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე. 

ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ვიზიტის მიზანი პირდაპირი საკომუნიკაციო არხის გახსნა და სამომავლო თანამშრომლობაზე დაფუძნებული დიალოგის ჩამოყალიბებაა.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი