ევრო 2023-ის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩს საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები 27 ივნისს „დინამო არენაზე“ ნიდერლანდების ახალგაზრდული გუნდის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა დღეს ‘’დინამო არენაზე’’ 20:00 საათზე დაიწყება.
ორი ტურის თავზე ‘’ა’’ ჯგუფის ლიდერი 4 ქულით სწორედ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებია , 2-2 ქულა აქვთ ბელგიისა და დღევანდელ მეტოქე ნიდერლანდების ნაკრებებს, ხოლო ჯგუფში ბოლო ადგილი 1 ქულით პორტუგალიას უკავია.
მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია. ნიდერლანდებთან მოგებით ან ფრით საქართველოს U21 ნაკრები მომდევნო ეტაპზე ითამაშებს.
საქართველოს ნაკრებს ჯგუფიდან გასვლის შანსი წაგების შემთხვევაშიც აქვს. ესეც პარალელურ მატჩზე იქნება დამოკიდებული, სადაც თუ ბელგია ვერ მოიგებს, საქართველო ჯგუფიდან მარცხის შემთხვევაშიც გავა.
საქართველოსა და ნიდერლანდების მატჩი 20:00 საათიდან "დინამო არენაზე’’ დაიწყება. ამავე დროს კი, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე პორტუგალია და ბელგია ითამაშებენ.
მატჩების პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი და ტელესკოლა გადმოსცემს.