ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატების მოსმენა

26 ივნისი 2023, 14:54 535 ნახვა

პრეზიდენტის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატებს კენჭი უყარეს, თუმცა ვერცერთმა მათგანმა ქართული ოცნების მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.  

გაერთიანებული კომიტეტის სხდომის დაწყებამდეც იყო მმართველი პარტიის ეს განწყობა ცნობილი. ქართულ ოცნებაში მიზეზად ასახელებენ იმას, რომ გუნდში კანდიდატებთან დაკავშირებით კონსულტაციები არ ყოფილა. 

ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით არსად არ არის ჩანაწერი, რომ ვინმესთან წინასწარი კონსულტაციები უნდა ტარდებოდეს, პრეზიდენტმა გააკეთა ის, რაც კონსტიტუციურად იყო დაკისრებული - განმარტა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა. სალომე ზურაბიშვილმა  პარლამენტს ორ ვაკანტურ პოზიციაზე გიორგი ბაქრაძის და დიმიტრი ჯაფარიძის კანდიდატურები წარუდგინა. 

მკაფიო პოზიცია ჯერ არც ოპოზიციაში აქვთ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში