მესამე ევროპულ თამაშებზე საქართველოს პირველი ოქროს მედალი მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ მოუპოვა.
ფინალში სანდრომ მასპინძელი პოლონეთის წარმომადგენელი, კშიშტოფ კაჩკოვსკი 15-13 დაამარცხა, მანამდე კი ნახევარფინალში ლეგენდარულ უნგრელ აარონ სილაგის აჯობა.
ამ დროს საქართველოს მესამე ევროპულ თამაშებზე 1 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი აქვს.
ოქროს მედალის მოიპოვების შანსი აქვს ბათუმელ ტაიკვანდოისტს ზურაბ კინწურაშვილს.