პროექტი ''მუსიკალური საღამოები'' გრძელდება. ამჯერად ღონისძიებას შუახევის მუნიციპალიტეტი მასპინძლობს. სამზადისი უკვე დასრულდა. ღონისძიებები 19:00 საათიდან, დაბა შუახევის საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყება.
მუსიკალური საღამო სპექტაკლ „წითელქუდათი“ გაიხსნება. ადგილობრივმა მეწარმეებმა საკუთარი პროდუქცია უკვე გამოფინეს, დაგეგმილია ტანვარჯიშის აკადემიის მასტერკლასები.
საღამო კონცერტით დასრულდება, სადაც მსმენელის წინაშე წარსდგებიან „ბენდი ნალი“, „დუეტი ლეონი“ და ადგილობრივი გოგონათა ბენდი ''117“.