საქართველოსა და რუმინეთში ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის მეორე ტურში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები "დინამო არენაზე" ბელგიის ნაკრებს დაუპირისპირდება.
მატჩი 20:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადმოსცემს.
პირველი ტურის შემდეგ საქართველოს 3 ქულა აქვს და ჯგუფის ლიდერია.
ბელგიელ ახალგაზრდებს კი 1 ქულა აქვთ.
დღესვე ჩვენს ჯგუფში პორტუგალიისა და ნიდერლანდების შეხვედრა გაიმართება.