საქართველოს პროგრესთან დაკავშირებით გუშინდელი კომენტარები აღიარებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესია 12-დან სამ კრიტერიუმთან დაკავშირებით და საჭიროა მეტი მუშაობა სხვა სფეროებში, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა საქართველოსთან დაკავშირებით ზეპირი ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.
კელი დეგნანის თქმით, რეფორმები, რომლებიც გაწერილია 12 რეკომენდაციაში, მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, არამედ საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის.