3 ივნისს აქციაზე დაკავებული არასრულწლოვნების საქმის არსებითი განიხილა გაიმართა დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში.
სასამართლომ ბრალდების მოწმეებს მოუსმინა და მხარეთა მტიცებულებებს გაეცნო, გადაწყვეტილებას კი 30 ივნისს გამოაცხადებს. ბრალდებულებს გამოძიება წვრილმან ხულიგნობას, უცენზურო გამონათქვამებს და აქციაზე მსგავსი შინაარსის პლაკატების ქონას, ასევე პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას ედავება. დაცვის მხარის განმარტებით, კი ბრალდება უსაფუძვლოა და წარმოება უნდა შეწყდეს.
ბრალდებულებს შორისაა არასრულწლოვანი გიორგი დუმბაძეც, რომელმაც სამართალდამცველების განცხადებით, მათ ლევან გორგილაძის დაკავების პროცესში შეუშალა ხელი, თუმცა დაცვის მხარის მტკიცებით, მსგავს ქმედებას ადგილი არ ჰქონია, რადგან დუმბაძე გორგილაძეზე გაცილებით ადრე დააკავეს, რაც წარდგენილი ვიდეო მასალითაც დგინდება.
აქციაზე, რომელიც თბილისის პარალელურად ბათუმში 3 ივნისს ევროპის მოედანზე იმართებოდა, სულ 6 პირი დააკავეს, მათ შორის სამი არასრულწლოვანი.