შეხვედრა ბირთვული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის ენერგეტიკის მდივნის მოადგილესთან

23 ივნისი 2023, 11:15 756 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი  თბილისში ვიზიტად მყოფ ბირთვული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის ენერგეტიკის მდივნის მოადგილეს შეხვდა. მხარეებმა მიმოიხილეს ბირთვული უსაფრთხოებისა და გაუვრცელებლობის მიმართულებით საქართველოსა და აშშ-ის შორის არსებული მრავალწლიანი თანამშრომლობა. საუბარი ასევე შეეხო საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგის საკითხთა ფართო სპექტრს.

განხილულ საკითხთა შორის ასევე იყო ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები და მიღწეული პროგრესი. ამერიკულმა მხარემ დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ასევე, ჩვენი ქვეყნის  ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერის აღმოჩენის მიმართულებით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი