მხატვარი ქედადან

22 ივნისი 2023, 17:40 571 ნახვა

პორტრეტები, ნატურმორტები და პეიზაჟები ასეულობით ნახატი, რომელთა ნაწილი  ნახევარ საუკუნეზე მეტს ითვლის და, რომლებსაც ქედის ერთ-ერთ სოფელში, მიქელაძეების ოჯახში ნახავთ. მხატვარ სერგო მიქელაძეზე გიამბობთ დღის მთავარ გამოშვებაში. ხელოვანზე, რომელიც არაერთ გამოფენაში მონაწილეობდა, თუმცა პერსონალური გამოფენებისგან დღემდე თავს იკავებს. რატომ ამას ილონა  შავლიძე არკვევდა, რომელიც ასევე გაგაცნობთ მხატვრის ნამუშევრებს. 

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში