აჭარის მთავრობის სხდომა 

22 ივნისი 2023, 15:03 980 ნახვა

აჭარის მთავრობის სხდომაზე ერთი-ერთი განსახილველი საკითხი ტურისტული სეზონი იყო. აღინიშნა, რომ გაზრდილია მიმართულებები და საერთაშორისო  ვიზიტების რაოდენობა ბათუმის აეროპორტში. ითქვა, რომ 25 ივნისიდან  ბათუმში ფრენებს განაახლებს Fly dubai, კვირაში რეისები 4-ჯერ შესრულდება.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ინფორმაციით,  გაორმაგებულია საერთაშორისო ვიზიტები  +93 %, ასევე 20%-ით გაზრდილია შიდა ვიზიტებიც. პირველი კვარტლის მონაცემებით, გაორმაგებულია ქვეყანაში ტურიზმიდან და მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები +102 %-ით. სხდომაზე აღნიშნეს, რომ  ზღვის წყლის ხარისხი გაუმჯობესებულია და სრულ თანხვედრაშია დასაშვებ ნორმებთან. უსაფრთხოების მიზნით კი   ხარისხის მონიტორინგი პერმანენტულად გაგრძელდება. მთავრობის სხდომაზე ყურადღება გამახვილდა რეგიონში მიმდინარე სპორტულ ღონისძიებებზეც.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ  ტრაგიკულად დაღუპული თეა ვადაჭკორიას ოჯახს საბინაო ფონდიდან ბინა გადაეცემა. თეა ვადაჭკორია წლების განმავლობაში განათლების სისტემაში მუშაობდა.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი