შეხვედრა თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გენერალურ მდივანთან

22 ივნისი 2023, 15:00 629 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გენერალურ მდივანს, გუბერნატორ სეიფულლაჰ ჰაჯი მუფთუ ოღლუს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს შეეხო.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მისასალმებელია, რომ მთავრობებს შორის არის მზაობა არსებული პარტნიორობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად და გასაძლიერებლად.

ადმინისტრაციის ინფრომაციით, ხაზი გაესვა, რომ საქართველო აფასებს თურქეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში