სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და პროექტ "კლასტერები განვითარებისთვის" ორგანიზებით სამეგრელოსა და აჭარის რეგიონში ცენტრალური და ადგილობრივი მედიის წარმომადგენელთა ტური გაიმართა.
მედიატურის მიზანია ბიზნესმედიისა და შემდგომში ბიზნეს საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირება სააგენტოს პროგრამებისა და განვითარების გეგმის შესახებ.
მედიატურის ფარგლებში 30-მდე სხვადასხვა მედია საშუალების, მათ შორის ტელევიზიის, ონლაინ მედიისა და რადიოს ჟურნალისტები ორდღიანი სემინარის მიმდინარეობისას სააგენტოს არსებულ და სამომავლოდ დაგეგმილ პროგრამებს გაეცნენ, დაათვალიერეს აჭარაში სააგენტოს ბენეფიციარები და ახალი პროექტები მოინახულეს.
პროექტი „კლასტერები განვითარებისთვის“ დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება ახორციელებს.