ხელვაჩაურის მერის მოადგილემ თანამდებობა დატოვა, ბუღალტერი კი გაათავისუფლეს

21 ივნისი 2023, 14:50 1039 ნახვა

ხელვაჩაურის მერის პირველი მოადგილე და შპს. „ხელვაჩაურის წყლის“ ბუღალტერი თანამდებობებზე აღარ არიან - ამის შესახებ განცხადება ხელვაჩაურის მერმა გააკეთა. გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა თავად ''ნაციონალური მოძრაობისთვის'', ისინი განცხადების გასაკეთებლად სწორედ ზაზა დიასამიძის კაბინეტთან შეიკრიბნენ და მოადგილის კახაბერ ფუტკარაძის გათავისუფლებას ითხოვდნენ.

საქმე ეხება ნახევარი მილიონი ლარის სავარაუდო მითვისებას ხელვაჩაურის წყალკანალში, რომელზეც დაკავებულია უწყების ყოფილი დირექტორი ვლადიმერ მიქელაძე. როგორც ირკვევა, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ხელვაჩაურის წყლის ბუღალტერი.

ნორა დიასამიძის თქმით, მერის მოადგილეს საკუთარი შვილი ფიქტიურად ჰყავდა გაფორმებული, ისევე როგორც ხელვაჩაურის წყლის დირექტორს და ხელფასის თანხის ნაწილი მაღალჩინოსნებზე ნაწილდებოდა.

მომდევნო სასამართლო სხდომაზე ხელვაჩაურის ყოფილი მერია დაბარებული - ჯუმბერ  ვარდმანიძე, რომელიც ამ დროისთვის განათლების სამინისტროშია დასაქმებული.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი